დროებითი საგამოძიებო კომისია

დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში მუშაობას სამშაბათიდან განაახლებს. მომავალ კვირას კომისიის სხდომაზე დაბადებულები არიან ნიკა გვარამია და ნიკა მელია. ასევე, კომისიის წევრები სხდომაზე ამ დრომდე ელოდებიან გივი თარგამაძეს. „საქართველოს გასამართლების კომისია“ – ასე აფასებენ ოპოზიციონერი ლიდერები კომისიის წევრების მუშაობას. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მათთან თანამშრომლობას არცერთ ეტაპზე არ განიხილავენ. პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის შესწავლის მთავარი საკითხი, 2003-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებია. მოკვლევის საგანია 2012-წლის შემდეგ პერიოდიც.