11 წევრზე გათვლილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შექმნილია.
მუშაობას იწყებს ჯგუფი, რომელმაც წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი ქმედებები უნდა გამოიძიოს და ექვსი თვის შემდეგ პროკურატურას სამართლებრივი რეაგირებისთვის უნდა მიმართოს. მმართველი გუნდი მიზნად „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურად და სამართლებრივად აკრძალვას აცხადებს და წინასაარჩევნო დაპირების რეალობად ქცევის აუცილებლობას მითითებული პოლიტიკური ძალისგან მოსალოდნელი საფრთხეების პრევენციით და პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღების ამოცანით ხსნის. გადაწყდა, რომ კომისიაში ხუთი წევრი მმართველი გუნდის, ორი „ხალხის ძალის“, ერთი კი „ევროპელი სოციალისტების“ კვოტით იქნება წარმოდგენილი. ვაკანტურია კიდევ ორი ადგილი, რომელსაც სურვილის შემთხვევაში გიორგი გახარიას პარტიის წევრები დაიკავებენ. „ქართული ოცნება“ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების და თანამდებობის პირების დაბარებას აპირებს. უარის შემთხვევაში მმართველი გუნდი ოპონენტებს შესაძლო სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე აფრთხილებს.