#დოსიე „სტივენ კინგი. აუცილებელი ბოროტება“

126 წიგნი. უმრავლესობა ბესტსელერი, 350 მილიონი გაყიდული ეგზემპლარი, ასზე მეტი ეკრანიზაცია, სერიალები, კომიქსები…

მონსტრები, ფსიქოპათები, მოჩვენებები, რომლებიც უკვე ნახევარი საუკუნეა მსოფლიოს ოთხივე კუთხეში აიძულებენ ადამიანებს ნებაყოფლობით კოშმარში გატარებული ღამეების სანაცვლოდ, მათ მისტიკურ კრეატორს ფული გადაუხადონ.

ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მწერლის, საშინელებათა ჟანრის აბსოლუტური მონარქის – სტივენ კინგის კულისები.

ჟულიენ დუპუის დოკუმენტური ფილმი „სტივენ კინგი. აუცილებელი ბოროტება“ პაატა ქურდაძის საავტორო გადაცემაში „დოსიე“.

ფილმის სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე:

დოსიე

დატოვე კომენტარი