ეუთო დონეცკსა და ლუგანსკში მათი მონიტორინგის მისიის წევრების დაკავების შესახებ იუწყება და შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერია, ორგანიზაცია მათი გათავისუფლებისთვის ყველა შესაძლო არხს მიმართავს. “ეუთო უკიდურესად შეშფოთებულია იმით, რომ სპეციალური სადამკვირვებლო მისიის რამდენიმე წევრს დონეცკსა და ლუგანსკში თავისუფლება აღუკვეთეს. ეუთო იყენებს ყველა ხელმისაწვდომ არხს, რათა ხელი შეუწყოს საკუთარი პერსონალის გათავისუფლებას” – ვკითხულობთ განცხადებაში.