დონბასში მოქმედმა სეპარატისტულმა დაჯგუფებებმა "სააღდგომო ცეცხლის" შეწყვეტის ზავი დაარღვიეს

დონბასის ტერიტორიაზე მოქმედმა სეპარატისტულმა სამხედრო შენაერთებმა ე.წ. სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტის ზავი დაარღვიეს. სეპარატისტული ძალების მიერ კონტროლირებადი დონეცკიდან, უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე იერიში ერთ ღამეში 32-ჯერ მიიტანეს, რასაც ერთი უკრაინელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი მძიმედ დაიჭრა. ინფორმაციას უკრაინული მედია გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

სეპარატისტულმა ძალებმა უკრაინის ჯარს ცეცხლი გაუხსნეს ლუგანსკის ტერიტორიაზეც. ისინი, ძირითადად, ავტომატურ ყუმბარმტყორცნებს იყენებდნენ.