თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა დონალდ ტუსკის განცხადება.
პოლონეთის პრემიერის განცხადებით, უკანონო მიგრაციის მინიმუმამდე შესამცირებლად მზად არის სავიზო შეზღუდვები დააწესოს რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთანაც. დონალდ ტუსკის თქმით, საკითხი მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ეს ეხება ქვეყნებსაც, საიდანაც მიგრაცია პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართლებრივ ან საზოგადოებრივ წესრიგს პოლონეთში ან ევროპაში. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქართველების მესამედი არიან ადამიანები, რომლებიც ისურვებდნენ მათი ღირებულებების გაზიარებას, მაგრამ როგორც ის აღნიშნავს, იცის რაში მდგომარეობს პრობლემა. დონალდ ტუსკი ბოდიშს უხდის იმ ქართველებს, რომლებმაც თავი შეიძლება შეურაცხყოფილად იგრძნონ, მაგრამ ამბობს, რომ მტკიცედ ემხრობა უვიზო მიმოსვლის შეჩერებას იმ ქვეყნებთან, რომელთა მმართველობა აღარ შეესაბამება სტანდარტებს ავტორიტარული მმართველობის გამო ან საიდანაც მისი განმარტებით, მიგრაცია თავისთავად საფრთხეს ქმნის პოლონეთის ან ევროპის სამართლებრივი თუ საზოგადოებრივი წესრიგისთვის.
ტუსკის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.