დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინი შემოდგომაზე ვაშინგტონში მიიწვია. განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა გააკეთა. სარა სანდერსის თქმით, პრეზიდენტები ჰელსინკიში სამუშაო ფორმატში ორი ქვეყნის უშიშროების საბჭოს დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. რის შემდეგაც, ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხში მის მრჩეველს, ჯონ ბოლტონს შემოდგომაზე შტატებში პრეზიდენტ პუტინის მიწვევა სთხოვა.
საკითხი ვაშინგტონში უკვე განიხილება. ცოტა ხნის წინ, თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან ახალ შეხვედრას მოუთმენლად ელის, რის შემდეგაც ლიდერები ჰელსინკის სამიტზე განხილული თემების რეალიზებას შეძლებენ.