დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ერთი წლით გახანგრძლივების ბრძანება გასცა

დონალდ ტრამპმა, უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ერთი წლით გახანგრძლივების განკარგულება გასცა. ინფორმაცია ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

თეთრის სახლის განცხადებაში წერია, რომ უკრაინასთან დაკავშირებით, ვითარება კვლავ წარმოადგენს საფრთხეს ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოებისა და საერთაშორისო პოლიტიკისთვის. ამის გამო კი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ პრეზიდენტის 2014 წლის განკარგულება კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება.