დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს მიმართა - ჩემი ბირთვული ღილაკი უფრო დიდი და მძლავრია

 ამერიკის  პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს „ტვიტერით“ მიმართა და უთხრა, რომ მისი ბირთვული ღილაკი უფრო დიდი და მძლავრია. „ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ახლახან განაცხადა, რომ „ბირთვული ღილაკი სულ მის მაგიდაზეა“. ვინმემ, მისი განლეული და მოშიმშილე რეჟიმიდან, თუ შეიძლება, გააგებინეთ, რომ მეც მაქვს ბირთვული ღილაკი, თუმცა, ის უფრო დიდი და მძლავრია, ვიდრე მისი. თანაც, ჩემი ღილაკი მუშა მდგომარეობაშია“, – წერს ტრამპი.

კიმ ჩენ ინმა თავის საახალწლო მიმართვაში აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეას უკვე შეუძლია, აშშ-ის ნებისმიერ წერტილზე ბირთვული დარტყმა განახორციელოს.