დონალდ ტრამპის წერილი – გამოხმაურება

15:08, 28.05.2025
დონალდ ტრამპის მიერ პრემიერის სახელზე გამოგზავნილი წერილი პოლიტიკოსების მხრიდან შეფასებების თემაა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილების შემცველი მოლოცვა, რომელიც ცალსახად მიუთითებს პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის განწყობას – ითანამშრომლონ საქართველოს მთავრობასთან. განსხვავებულია ხელისუფლების ოპონენტების განცხადებები – ისინი ტრამპის წერილს შაბლონურს უწოდებენ და ამბობენ, რომ მასში პოლიტიკური გზავნილები არ იკითხება.

მსგავსი