დონალდ ტრამპის-მიერ პრეზიდენტისთვის გამოგზავნილი წერილი პოლიტიკოსების მხრიდან შეფასებების თემაა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილების შემცველი მოლოცვა, რომელიც ცალსახად მიუთითებს პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის განწყობას, – ითანამშრომლონ საქართველოს მთავრობასთან. განსხვავებულია ხელისუფლების ოპონენტების განცხადებები – ისინი ტრამპის წერილს შაბლონურს უწოდებენ და ამბობენ, რომ მასში პოლიტიკური გზავნილები არ იკითხება.