დონალდ ტრამპის მზადება საარჩევნოდ

დონალდ ტრამპმა სამ შტატში გამართულ შიდაპარტიულ შეკრებაზე, ე.წ. კოკუსში გაიმარჯვა. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა რესპუბლიკელთა უმრავლესობის მხარდაჭერა იოლად მოიპოვა მიჩიგანში, აიდაჰოსა და მისურიში. სამივე შტატში ტრამპმა დაამარცხა ერთადერთი კონკურენტი ნიკი ჰეილი და პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. მიჩიგანში ტრამპმა პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების ხმების 98% მიიღო. 2024 წლის საპრეზიდენტო მარათონში გადამწყვეტი შემდეგი კვირა იქნება, როდესაც 5 მარტს, აშშ-ში „სუპერ სამშაბათი“ გაიმართება, რა დროსაც პრეზიდენტობის კანდიდატს ერთდროულად 15 შტატში აირჩევენ. მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა ყურადღება საიმიგრაციო კრიზისზე გაამახვილა და აშშ-ის მთავრობა პოლიტიკურ დევნაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.