დონალდ ტრამპს ინაუგურაციიდან პირველ 100 დღეში ჩინეთში ჩასვლა სურს, რათა გააღრმაოს პირადი კავშირები ჩინეთის ლიდერ, სი ძინპინთან. ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯოურნალი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პეკინში განაცხადეს, რომ ტრამპმა და სი ძინპინმა თავიანთი წარმომადგენლების მეშვეობით პირადი შეხვედრის შესაძლებლობა უკვე განიხილეს და ერთ-ერთი ვარიანტის თანახმად, ტრამპი ჩინეთის ლიდერს აშშ-ში მიიწვევდა. ამასთან, უცნობია დააყენა თუ არა ტრამპმა ჩინეთში ვიზიტის საკითხი სი ძინპინთან სატელეფონო საუბრისას, რომელიც 17 იანვრს გაიმართა.