დონალდ ტრამპის განცხადებები - შეფასებები თბილისში

დონალდ ტრამპის განცხადებები პოლიტიკური შეფასებები თემაა თბილისში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, გეოპოლიტიკურმა პროცესებმა და ამერიკის გაცხადებულმა პოლიტიკამ წლების შემდეგ აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ პოზიციას ალტერნატივა არ ჰქონდა. უმრავლესობის ლიდერები განმარტავენ, რომ მსგავს განცხადებებს, რომ უკრაინაში ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, მმართველი პარტია წლების წინ აკეთებდა. სახელისუფლებო გუნდის თქმით, განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ მათი გზავნილები გეოპოლიტიკის სწორი ანალიზით იყო ნაკარნახევი. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს კი მიაჩნიათ, რომ ტრამპის და „ქართული ოცნების“ რიტორიკა ერთმანეთს არანაირად არ ემთხვევა.