დონალდ ტრამპის განცხადება

აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ შობას ულოცავს „ჩინეთის შესანიშნავ ჯარისკაცებს“, კანადის გუბერნატორს ჯასტინ ტრუდოს და გრენლანდიელ ხალხს, – ამასთან, აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში მეორე პოსტიც გამოაქვეყნა, რომლითაც, როგორც აღნიშნავს, შობას „რადიკალ შეშლილ მემარჯვენეებს ულოცავს, რომლებიც გამუდმებით ცდილობენ აშშ-ის სასამართლოს სისტემისა და არჩევნების შეფერხებას და დევნიან შეერთებული შტატების დიად მოქალაქეებსა და პატრიოტებს, მაგრამ, განსაკუთრებით – მათ პოლიტიკურ ოპონენტს, ანუ თავად ტრამპს“.