დონალდ ტრამპის განცხადება

15:21, 29.10.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ირანის ხელისუფლებას წერილი გაუგზავნა, თუმცა უარყო, რომ მას სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება დაავალა. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვენსმა წერილი ირანელ მაღალჩინოსანს, მოჰსენ რეზაის, მოლაპარაკებების განახლების მიზნით გაუგზავნა. ტრამპის თქმით, მან ვენსს თეირანთან კონტაქტის დამყარების უფლება მისცა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, საუბარი ირანელებისთვის მედიკამენტებისა და სხვა სახის დახმარების მიწოდებას ეხებოდა. ამასთან, მედიის ცნობით, ვაშინგტონმა სპარსეთის ყურის რამდენიმე არაბული ქვეყანა გააფრთხილა, რომ აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ ირანის წინააღმდეგ მოკლე და ინტენსიური სამხედრო კამპანიისთვის მომზადება დასჭირდებათ.

მსგავსი