დონალდ ტრამპის განცხადება

12:15, 12.07.2026

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში სრული უპირატესობით დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ და თითქმის 100%-ით ნეგატიური ამბების ფონზე გაიმარჯვა. მისი თქმით, გამარჯვება მოახერხა მაშინ, როდესაც პრესა მის შესახებ მხოლოდ ნეგატიურ და ყალბ ამბებს ავრცელებდა. თეთრი სახლის ლიდერმა ასეთ მედიასაშუალებებს შორის New York Times-ი, CNN-ი, ABC, CBS-ი და NBC დაასახელა. მისივე თქმით, ამ მედიების რეიტინგი სულ უფრო მცირდება. აშშ-ის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს ის კიდევ უფრო დამაჯერებლად გაიმარჯვებდა.

მსგავსი