დონალდ ტრამპის განცხადება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბრიტანელი ჯარისკაცები ყოველთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად იქნებიან და სიძლიერით არავის ჩამოუვარდებიან. ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ავღანეთში 457 ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ბევრი კი დაიჭრა. ცნობისთვის, 23 დეკემბერს დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამერიკას არასდროს დასჭირვებია ნატო-ს დახმარება და რომ ავღანეთის მისიაში გაგზავნილი სხვა ქვეყნის სამხედროები ფრონტის ხაზიდან მოშორებით იმყოფებოდნენ, რამაც მოკავშირეების განაწყენება გამოიწვია.