დონალდ ტრამპის განცხადება

დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის მომზადების პროცესი მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული დრო, როდის შეიძლება გაიმართოს შეხვედრა, ტრამპს არ დაუკონკრეტებია. კრემლში კი ტრამპის განცხადებაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა წინა დღეს პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ ტრამპი შეინარჩუნებს რუსეთის პრეზიდენტთან კონტაქტის დამყარების განზრახვას 20 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ, მოსკოვი ამას მიესალმება. ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები პუტინთან შესაძლოა, ინაუგურაციიდან ექვსი თვის განმავლობაში გამართულიყო. თავად პუტინმაც დეკემბერში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მზად არის ტრამპთან შესახვედრად.