აშშ-ის პრეზიდენტმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა. დონალდ ტრამპმა ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. როგორც თავად პრეზიდენტი ამბობს, განკარგულება შეეხება ყველა ქვეყანას, მათ შორის მექსიკას და კანადას. ამასთან, ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ავსტრალიის შემთხვევაში შეიძლება გადაიხედოს გადაწყვეტილება, რადგან მათ დადებითი სალდო აქვთ ვაჭრობის. ჟურნალისტის კითხვაზე, რომ სხვა ქვეყნები ამერიკას ტარიფების დაწესების შემთხვევაში საპასუხო ზომებით ემუქრებიან, ტრამპმა უპასუხა, რომ „ეს არ ადარდებს.“ დონალდ ტრამპის განკარგულება ძალაში 4 მარტიდან შევა.