დონალდ ტრამპის დღის წესრიგი და საერთაშორისო პოლიტიკა

მსოფლიო ლიდერებმა დონალ ტრამპს თეთრ სახლში დაბრუნება უკვე მიულოცეს.

მათ შორის იყვნენ ისრაელის პრემიერი, იტალიის და უნგრეთის მთავრობების მეთაურები. ასევე კანადის პრემიერი-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, რომელსაც ტრამპი საკმაოდ ხშირად აკრიტიკებდა. ცოტა ხნის წინ, ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყებას გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი. ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ბრიუსელის პოლიტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებთან პრაგმატული იქნება. ტრამპის საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგი, როგორც თავად ამბობს უკრაინაში ომის დასრულებაზე გადის. თემაზე მან კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და პუტინს მოუწოდა უკრაინასთან შეთანხმებას დროულად მიაღწიოს.

რას ელოდებიან მსოფლიო ლიდერები ტრამპის ადმინისტრაციისგან, ამას ლევან ახალაია გვეტყვის.