ისრაელის პრემიერი ვაშინგტონში, ამერიკის პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანსა და ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შეხვდა.
შეხვედრისას ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა და შესაბამისი წერილიც გადასცა. მისი განცხადებით, ისრაელი და აშშ სხვა ქვეყნებთან ერთად, მუშაობენ იმაზე, რომ პალესტინელებს „უკეთესი მომავალი“ შესთავაზონ. დონალდ ტრამპმა სირიაზე სანქციების მოხსნაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში მსგავს ნაბიჯს ირანთან დაკავშირებითაც გადადგამს. დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, ასევე ისაუბრა უკრაინის შესახებაც და აღნიშნა, რომ შტატები უკრაინას დამატებით იარაღს გაუგზავნის.