დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი შტატების პრეზიდენტს ფოტოს გადაღებას ეხვეწებოდა. „ძალიან უნდოდა ჩემთან ფოტოს გადაღება. მე ამას არც კი გავაკეთებდი, მაგრამ შემეცოდა! ალბათ ბედნიერია, რომ ვესაუბრე! არ ვიყავი ვალდებული მასთან მესაუბრა!“- განაცხადა ტრამპმა. შტატების ლიდერს უპასუხა იტალიის პრემიერ-მინისტრმა. ჯორჯია მელონი ტრამპის განცხადებებს მოგონილის უწოდებს და ამბობს, რომ იტალია არასდროს არავის ეხვეწება. დონალდ ტრამპის განცხადებების შემდეგ მელონის სოლიდარობა გამოუცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა. შტატების ლიდერის განცხადებებით გაკვირვებულია საფრანგეთის პრეზიდენტიც.