დონალდ ტრამპი - ჩვენ ვემზადებით დიდი ზეიმისთვის

„ჩვენ ვემზადებით დიდი ზეიმისთვის“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, არჩევნების შედეგები ფენომენალურია და ეს არის დიდი წარმატება. მან ამერიკელ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან არჩევნები მოიგო პენსილვანიაში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ჯორჯიაში. დონალდ ტრამპის თქმით, ადამიანების ჯგუფი ცდილობს მის მხარდამჭერებს სამოქალაქო უფლებები წაართვეს. მანამდე კი, მხარდამჭერებს მიმართა „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა. მისი თქმით, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი. ჯო ბაიდენმა დელავერში ამომრჩევლებს მოთმინებისკენ მოუწოდა. ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ „დემოკრატიული პარტია“ არჩევნებში გამარჯვების გზაზეა და აღნიშნა, რომ ხმების დათვლას დრო დასჭირდება.

მოამბე