„დოიჩე ველეს“ ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან

„დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი სამსახური საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატთან, სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. კითხვაზე, აკონტროლებს თუ არა მას ბიძინა ივანიშვილი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ყოველთვის დამოუკიდებელი იყო.

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის წასვლის შემდეგ საქართველო უფრო მეტად დემოკრატიული ქვეყანა გახდა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ შეუძლია რამის შეცვლა ოკუპირებულ ტერიტორიებთან და რუსეთთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ ცალმხრივად ქართულ-რუსული ურთიერთობების შეცვლა შეუძლებელია.

ქართული ენის ცოდნისა და ფრანგული აქცენტის გამო კრიტიკის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში უკვე 16 წელია, ცხოვრობს, მის მიმართ ქართული ენის გამო კრიტიკა კი ორი თვის წინ დაიწყო.

ზურაბიშვილმა აღნიშნულ თემაზე საუბრისას ლატვიის ყოფილი პრეზიდენტის, ვაირა ვიკეფრეიბერგას მაგალითი მოიყვანა.