დმიტრო კულებას ხმაურიანი განცხადება

უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დაანონსებული აკრძალვის გამო, რომელიც ყოფილ დიპლომატებს ქვეყნის დატოვებას უკრძალავს, ქვეყნის დატოვება ქურდივით მოუწია. იტალიურ მედიასთან საუბარში კულებამ აღნიშნა, რომ ამჟამად პოლონეთში იმყოფება. მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლების მიერ დაანონსებული განკარგულება, პირადად მისი და კიდევ რამდენიმე ადამიანის წინააღმდეგაა მიმართული, რადგანაც უკრაინის პრეზიდენტს და მის გარემოცვას არ სურთ, რომ ყოფილმა დიპლომატებმა საზღვარგარეთ ილაპარაკონ ის, რაც არ შეესაბამება უკრაინის მთავრობის ნარატივს. მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება მასზე გაბრაზებულია, რადგანაც ივლისში „ანტიკორუფციული სამთავრობო კომისიების დახურვის შესახებ“ უკრაინის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ღიად გააკრიტიკა.