უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ფიქრობს, რომ ევროპას უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ეშინია. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში დმიტრო კულება წერს, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული პრივილეგიების მინიჭებასაც ეჭვის თვალით უყურებდა და ლტოლვილთა და კრიმინალთა ნაკადს ელოდა, თუმცა ევროპის მოლოდინები არ გამართლდა. კულებას თქმით, დღეს იგივე არგუმენტები ისმის იმ პრობლემებზე, რომლებიც იმ შემთხვევაში წარმოიქმნება, თუ უკრაინა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.