დმანისი მსოფლიო მეცნიერების ყურადღების ცენტრში
უნიკალური აღმოჩენები და ადამიანის ევოლუციის კვლევა – საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა. მსოფლიო დონის მეცნიერები დმანისის არქეოლოგიურ ძეგლს ეწვივნენ და კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმ უმნიშვნელოვანეს მიგნებებზე, რომლებმაც სრულიად შეცვალა წარმოდგენები აფრიკიდან ადამიანის განსახლებისა და ევოლუციის შესახებ. სწორედ დმანისშია აღმოჩენილი აფრიკის კონტინენტის გარეთ მცხოვრები უძველესი ადამიანის ნაშთები,- პირველი ევროპელები. არქეოლოგიური გათხრები აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით დღესაც აქტიურად გრძელდება, დმანისი კი მსოფლიო მეცნიერების ყურადღების ცენტრში რჩება.
რუსუდან ლოლაძისა და ირაკლი თელაურიძის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები