ჟურნალისტთა რეგიონული აკადემია თბილისში

პირველი არხისა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის თანამშრომლობითა და დაფინანსებით, საქართველოში მუდმივმოქმედი ჟურნალისტური, რეგიონული აკადემია იმუშავებს.

აკადემიაში ტრენინგები ჩაუტარდებათ როგორც ქართველ ჟურნალისტებს, ასევე მედიის წარმომადგენლებს აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. სულ მომზადდება 50-მდე ჟურნალისტი, საიდანაც 15 საქართველოდან იქნება.

პირველი არხის გენერალური დირექტორის განცხადებით, ქართველ  ჟურნალისტებს საზოგადოებრივი მაუწყებელი დააფინანსებს.

მედიის წარმომადგენლები კვალიფიკაციის შეძენასა და ამაღლებას მობილური ჟურნალისტიკისა და დარგობრივი ჟაურნალისტიკის  მიმართულებით შეძლებენ.  ლექციებს წაიკითხავენ საერთაშიროსო ექსპერტები.

ტრენინგები მაისიდან დაიწყება.