თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისს ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე 7 ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე რუსთაველის გამზირზე მომხდარი დაპირისპირების ეპიზოდს განიხილავენ, რომელშიც დაზარალებულად ცნობილი არიან საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი, „რუსთავი2“-ის ჟურნალისტი თამარ თათარაშვილი და ოპერატორი ზურა მანაგაძე, ასევე „ფორმულას“ ფოტოგრაფი ვახტანგ ქარელი. პროცესზე ათი მოწმე გამოიკითხება, მათ შორის დაზარალებული ვახტანგ ქარელი.