ჟურნალისტებზე ძალადობის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ უკვე ოთხ პირს შეუფარდა პატიმრობა. აღკვეთის ღონისძიების პროცესები საქალაქო სასამართლოში გაიმართა. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ ყველა ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედება აღბეჭდილია ვიდეო კადრებში და ბრალდებულების იდენტიფიცირება სწორედ ამ მასალით მოხდა.