ჟურნალისტ-გამომძიებელთა კონსორციუმის სტატია

ბანაკი თუ მკაცრი რეჟიმის ციხე, – ჩინეთის მთავრობა სკანდალშია გახვეული.

გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის წევრები მოპოვებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ ჩინეთის ხელისუფლების მიერ სინძიანის პროვინციაში მოწყობილ ე. წ. გამოსასწორებელ ბანაკებში მილიონზე მეტი ადამიანი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იმყოფება. საუბარია ჩინეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის, უიღურების წარმომადგენლებზე. რეპორტიორების მიერ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, ბანაკებში მუსლიმ უიღურებს არაადამიანურ პირობებში უწევთ ყოფნა. რეპორტიორების მტკიცებით, მათ მუდმივად უთვალთვალებენ, აიძულებენ არარსებული დანაშაულის აღიარებას, ცდილობენ თითოეული მათგანის მსოფლმხედველობის და იდენტობის შეცვლას და შინაგან გარდაქმნას.

სკანდალურ ფაქტებს ბანაკის ყოფილი ტყვეები და თანამშრომლებიც ადასტურებენ.