ჟურნალისტ დათო ბოლქვაძის დაღუპვიდან 33 წელი გავიდა

15:26, 28.10.2026

დღეს ქართველი ჟურნალისტის, დათო ბოლქვაძის დაღუპვიდან 33 წელი გავიდა. ჟურნალისტი, რომელიც აფხაზეთში ომის დროს, საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიისა და საერთაშორისო სააგენტოებისთვის მუშაობდა, 1993 წლის 28 ოქტომბერს, სამეგრელოში, ხობის რაიონული ცენტრის მოედანზე, სამოქალაქო დაპირისპირების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დააკავეს და რამდენიმე სამხედრო ტყვესთან ერთად, საჯაროდ დახვრიტეს. ის ამერიკული სააგენტოსთვის, სააგენტოს კავკასიის ბიუროს ოპერატორად მუშაობდა.

დათო ბოლქვაძემ პირველ არხზე მუშაობა 1987 წლიდან დაიწყო, მაშინდელ სახელმწიფო ტელევიზიაში ჯერ ლიტერატურულ, შემდეგ კი თეატრალურ რედაქციაში ასისტენტად. 90-იან წლებში, სახელმწიფო ტელევიზიის მეორე არხის დაარსებისთანავე, ამ არხზე ოპერატორად მიიწვიეს. 1993 წლიდან ის იყო საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამა „ტაიმ-აუტის“ უცვლელი რეჟისორი და ოპერატორი. დაღუპვამდე რამდენიმე ხნით ადრე დაინიშნა მეორე არხის საინფორმაციო რედაქციის მთავარ რეჟისორად. დღეს ჟურნალისტი ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა გაიხსენებს.

მსგავსი