ჟიული შარტავას დღეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდებოდა

12:29, 07.03.2019

საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დღეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდებოდა. რუსთაველები ამ დღეს განსაკუთრებით აღნიშნავენ.

ჟიული შარტავას დიდი წვლილი მიუძღვის რუსთავის განვითარებაში. მის სახელს უკავშირდება ქალაქის წყალმომარაგება, რუსთავ-თბილისის გზის გაჭრა და სხვა მრავალი პროექტი.

1985-86 წლებში იყო რუსთავის საქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჟიული შარტავას ძეგლი დღეს ყვავილებით შეამკეს.

დღესვე რუსთავის თეატრის ცისფერ დარბაზში ჟიული შარტავას იუბილესადმი მიძღვნილი საღამო და გამოფენა გაიმართება.

მსგავსი