ჟიული შარტავას დაბადების დღე
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა. მას 82 წელი შეუსრულდებოდა. თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი ზუგდიდში მიაგო.
საქართველოს ეროვნული გმირი ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს.