ჟიგიმანტას პავილიონისი სეიმში განმარტებისთვის დაიბარეს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ვიზიტის შესახებ განმარტებისთვის საკანონმდებლო ორგანოში დაიბარეს.

შესაბამისი გადაწყვეტილება სეიმის საბჭომ მიიღო. ჟიგიმინტას პავილიონისის ვიზიტის შესახებ კითხვები ლიეტუვის სეიმის ვიცე-სპიკერებს გაუჩნდათ. ამასთან, როგორც ლიეტუვის მედია იუწყება, პავილიონისის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ლიეტუვის სეიმის სპიკერმა. მისი თქმით, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ამ ვიზიტის დროს დიპლომატიური უნდა ყოფილიყო. მისივე თქმით, პავილიონისის ნებისმიერი განცხადება, შეიძლება გამოიყენონ „არამეგობრულმა ძალებმა“, რათა ლიეტუვისა და საქართველოს ურთიერთობები დააზიანონ.