ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები

საქართველოსა და უკრაინასთან და ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებული გზავნილი, რომელსაც რუსეთი ბოლო დღეებია აფიქსირებს, სერგეი ლავროვის მოადგილემ ჟენევაშიც გაიმეორა.

მოლაპარეკებების 55-ე რაუნდი დასრულებულია. ორდღიანი შეხვედრების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მოსკოვი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. ქართული დელეგაციის დღის წესრიგის მთავარი მიმართულება ჰუმანიტარული საკითხების განხილვა იყო. იგულისხმება გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები და ე.წ. გადასასვლელები, რომლებიც უკვე ორი წელია ჩაკეტილია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ამ მიმართულებით პროგრესის ნიშნები გაჩნდა.