ჟენევის მოლაპარაკებების მოსამზადებელი შეხვედრა საგარეო უწყებაში

18:15, 16.09.2019

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. თანათავმჯდომარეებთან შეხვედრას ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.

მხარეებმა მომდევნო რაუნდის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბოლო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს განვითარებულ უკანონო და პროვოკაციულ პროცესებს.

აქცენტი გაკეთდა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვაზე, რაც სრულ იზოლაციაში აქცევს რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას და ქმნის ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისის გამოწვევის საფრთხეს.

ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი 2019 წლის 8-9 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი