ჟენევის მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი

საოკუპაციო ხაზთან პროვოკაციული სვლა ჟენევის მოლაპარაკებების 54-ე რაუნდს დაემთხვა.

ქართული დელეგაცია შვეიცარიაში კონკრეტული დღის წესრიგით არის ჩასული. ხვალინდელი მოლაპარაკებების მთავარი თემა ცხინვალის და ახალგორის ე.წ. გადასასვლელების გახსნა იქნება. ე.წ. სასაზღვრო-გამშვები პუნქტები უკვე ორი წელია დახურულია, რის გამოც ადგილობრივებს პირველ რიგში სამედიცინო სერვისების მიღების კუთხით სერიოზული პრობლემები ექმნებათ – მით უმეტეს პანდემიის პირობებში. ენგურის ხიდის გახსნის შემდეგ პროგნოზები ოპტიმისტურია. მორიგი რაუნდის დაწყებამდე სწორედ ე.წ. გადასასვლელების გახსნის და თავისუფალი გადაადგილების უფლების აღდგენის აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი ევროკავშირის წარმომადგენელმაც, რომელიც ერთი თვის წინ ცხინვალში პირადად იყო ჩასული. ქართული დელეგაცია საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების და რუსეთის მიერ ანექსიის პროცესის გააქტიურების საკითხსაც დააყენებს.