ჟენევის მოლაპარაკებების 52-ე რაუნდი

რუსეთის უცვლელი რიტორიკა და უშედეგოდ დასრულებული დისკუსია. ასეთია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდის შედეგი. პირველი შეხვედრა სტრასბურგისგან რუსეთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების და პანდემიის დაწყების შემდეგ.

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლება ქართულმა დელეგაციამ კიდევ ერთხელ მოითხოვა.

როგორია გამოხმაურება დისკუსიების მორიგ რაუნდზე და რა განცხადებები გაავრცელეს საქართველოსა და რუსეთის საგარეო უწყებებმა.