ჟენევის მოლაპარაკებები
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი იმართება.
6-პუნქტიანი შეთანხმების დარღვევა და ძალის გამოყენების მაგალითი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ – ამ კონტექსტში განიხილავს ქართული დელეგაცია თამაზ გინტურის მკვლელობას დისკუსიების ფარგლებში. დისკუსიები ორ თემატურ ჯგუფში დაიწყო, მათ შორის ჰუმანიტარული და უსაფრთხოების მიმართულებებით. ქართული მხარე რუსეთისგან კიდევ ერთხელ მოითხოვს 2008 წლის აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და საქართვლოს გატაცებული მოქალაქეების გათავისუფლებას.