ჟენევის მოლაპარაკებები

ჟენევაში მოლაპარაკებათა რთული რაუნდისთვის ემზადებიან.

ორი ფაქტორის გამო ხვალინდელი შეხვედრის მიმართ განსაკუთრებით მაღალი ინტერესია. 12-წლიანი პაუზის შემდეგ, მოლაპარაკებებს წინ უძღოდა საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი პირისპირ დიალოგი. ამასთან, ეს იქნება პირველი შეხვედრა, რომელზეც რუსულ დელეგაციას ახალი ხელმძღვანელი წარმოადგენს. თანამდებობიდან წასული გრიგორი კარასინი ლავროვის ახალმა მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ შეცვალა.

ქართული დელეგაცია შვეიცარიაში მწვავე საკითხების ჩამონათვალითაა ჩასული. დღის წესრიგშია საოკუპაციო ხაზთან, კერძოდ, ჩორჩანასა და გუგუტიანთკარში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები. ოფიციალური თბილისი ამჯერად ჟენევაში მოითხოვს იმ უკანონო ე.წ. ბლოკ-საგუშაგოს აღებას, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა ჩორჩანასთან ახლოს მოაწყო.

სალომე ქოქიაშვილი გააშუქებს ხვალინდელ რაუნდს, რომელიც ჟენევიდან ჩაგვერთვება.