ჟენევის მოლაპარაკებები

საქართველოს მოქალაქეების მკვლელობისა და გატაცების საქმეები კვლავ განხილვის საგანია ჟენევაში.

საერთაშორისო ფორმატის მონაწილეები მოლაპარაკების 45-ე რაუნდზე ხვდებიან. რამდენიმე საათში ადგილზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ელოდებიან, მანამდე კი ფორმატის მონაწილეები ერთმანეთს დილიდან ხვდებიან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა ამბობს, რომ ამ რაუნდზეც ერთ-ერთი მთავარი თემა მართლმსაჯულების აღსრულება და დამნაშავეების დასჯა იქნება. ასვე საუბარი შეეხება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ერგნეთისა და გალის შეხვედრებს.

ჟენევის მოლაპარაკებების 45-ე რაუნდს ქეთი ქარდავა აშუქებს.