ჟანდარმერიის არქივი

ნოემბერში ქართველი დამთვალიერებელი პირველად გაეცნობა იმ ადამიანთა ბარათებს, რომლებსაც მეფის რუსეთის დროს თბილისში ჟანდარმერია აკონტროლებდა.

1839-1917 წლების პერიოდს ეროვნული არქივი უნიკალური ექსპოზიციით გააცოცხლებს. დოკუმენტაცია მოიცავს საზოგადოებისთვის დღემდე უცნობ მასალებს ინტელიგენციის, პოლიტიკური პარტიების ლიდერების და საზოგადოებრივად აქტიური ადამიანების შესახებ.

რა მეთოდებით უთვალთვალებდა საიდუმლო პოლიცია მათთვის საინტერესო პირებს, – თათია კუჭუხიძემ დაათვალიერა გამოფენამდე უნიკალური მასალები.