დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადება

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა, სამთავრობო კანცელარიასთან პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მიხეილ სარჯველაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურნენ. მათი თქმით, ჩამოთვლილი მედიკამენტები თანამედროვე და აპრობირებულია ამერიკასა და ევროპაში. მშობლების განცხადებით, ბუნდოვანია რაზე საუბრობს მიხეილ სარჯველაძე, რადგან ეფდიეის აღიარებაც საკმარისია ბავშვების გადასარჩენად. მოთხოვნა იგივეა, მშობლები  მედიკამენტებს ითხოვენ და ამბობენ, რონ ისინი გააგრძელებენ პროტესტს იქამდე, სანამ მედიკამენტებს არ შემოიტანენ. ასევე, მშობლებმა კვირას 18:00 საათზე, რუსთაველის მეტროდან კანცელარიამდე საპროტესტო მსვლელობა დააანონსეს.