დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვთა მხარდამჭერი აქცია

ჯანდაცვის სამინისტროსთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოში ამ დაავადებით 100-მდე ბავშვია რეგისტრირებული, რომელთა ნაწილს საჭირო მედიკამენტებზე ხელი არ მიუწვდება. მშობლები ამბობენ, რომ სამინისტროსთან მოლაპარაკებები უკვე ერთი წელია უშედეგოდ მიმდინარეობს. ჯანდაცვის სამინისტროსთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან მინისტრი მივიდა. ცნობისთვის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში კუნთების განლევას და ეტლზე მიჯაჭვულობას იწვევს.