დიუშენის სარეაბილიტაციო ცენტრის პროექტი 

21:50, 16.09.2026

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანის შემდეგ, საქართველოში ამ დაავადების მქონე ბავშვებისთვის, რეგიონში პირველი სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება.

თბილისის მერიის მხარდაჭერით, ცენტრს დიუშენის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლების ორგანიზაცია ააშენებს. ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საჭირო ტერიტორია დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა გლდანის რაიონში გამოყო და ორგანიზაცია უკვე გადასცა. სამშენებლო სამუშაოები დაახლოებით ოთხ წელიწადში უნდა დასრულდეს. პროექტის განხორციელების შემდეგ პაციენტები   რეაბილიტაციისთვის საჭირო ყველა პროცედურის გავლას თბილისში შეძლებენ. ცენტრი შეითავსებს საგანმანათლებლო ფუნქციასაც.

მსგავსი