დიუშენის მქონე პაციენტების მშობლების გამოხმაურება

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. მათი თქმით, მედიკამენტების არაეფექტურობაზე გაკეთებული კომენტარი რეალობას არ შეესაბამება. მშობლების განცხადებით, აქვთ დოკუმენტაცია და პრაქტიკა წამლის ეფექტურობასთან დაკავშირებით. ისინი აღნიშნულ პრობლემაზე სასაუბროდ ჯანდაცვის მინისტრს დებატებში იწვევენ. პარალელურად კი – აგრძელებენ უწყვეტ აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან.