დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ეხმაურებიან. მათ გააკრიტიკეს მიხეილ სარჯველაძის განცხადება. მათი თქმით ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, რომ ეს მედიკამენტები იწვევს მხოლოდ უკუჩვენებებს, მათი თქმით დაავადება პროგრესირებადია, ამიტომ მკურნალობაზე დროული ხელმისაწვდომობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ისინი ითხოვენ, დაჩქარდეს პრეპარატების მიწოდება და მზად არიან პროტესტი გააგრძელონ. მათ აღნიშნეს, რომ ამ პრეპარატებს სხვა ქვეყნებში იღებენ და არიან ძალიან კარგად, ეს მედიკამენტები ამარცხებს ამ დაავადებას. მაგალითად ევროპამ აღიარა სხვა პრეპარატებიც, რომლებსაც აქვს ნაკლები უკუჩვენება.