დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების მოთხოვნა

18:33, 06.04.2026

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები სამკურნალო პრეპარატებისა და პერიოდული კვლევების დაფინანსებას ითხოვენ. ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით ისინი მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ. მათ პრემიერის სახელზე განცხადება რამდენიმე დღის წინ შეიტანეს, თუმცა, როგორც აცხადებენ, მიმართვას რეაგირება არ მოჰყოლია. იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე ბავშვების მშობლები აცხადებენ, რომ შესაძლოა, კანცელარიის წინ კარვები გაშალონ და პროტესტის 24-საათიან რეჟიმში გადავიდნენ.

მსგავსი